
„უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ნიშნები“
„უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ნიშნები“ იმ ნიშნებს გულისხმობს, რომლებიც კონკრეტულ საგანს, საქმიანობას ან სიტუაციას ეხება და რომლებიც სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და/ან ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ინფორმაციას ან ინსტრუქციებს იძლევიან. აღნიშნული მანიშნებლები შეიძლება იყოს აბრების სახით, სხვადასხვა ფერის, განათებული აბრის, აკუსტიკური სიგნალის, ვერბალური შეტყობინების ან ხელით შესრულებული სიგნალის სახით. მანიშნებლები საშუალებას გვაძლევს გავფრთხილდეთ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და თაიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევა და ასევე საშიში შემთხვევა. ეწვიეთ სასურველი მანიშნებლის გვერდს და შეარჩიეთ თქვენთვის საჭირო მანიშნებლის სახეობა, რაოდენობა და ზომა. შემდეგ გადადით ნიშნების შეკვეთის გვერდზე საიდანაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი ნიშნების რაოდენობა. შეკვეთის ფორმის მიღების შემდეგ მოგაწვდით განფასებას.
"სამშენებლო უსაფრთხოების საინფორმაციო ნიშანი" გულისხმობს ნიშანს რომელიც გვაწვდის ინფორმაციას სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით და შეტყობინების საშუალებების საფრთხის წყაროს / საფრთხის გარემოს ადგილმდობარეობის შესახებ.
ყურადღება უნდა მივაქციოთ სამშენებლო უსაფრთხოების ნიშნებს და კონკრეტული ნიშნის მიხედვით განახორციელეთ სათანადო ქმედება.

სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ ტექნიკური ტეგლამენტის თანახმად, ადამიანთა მასობრივი თავშეყრის და სართულზე 10 და მეტი ადამიანის სამუშაო ადგილის მქონე ობიექტებში, ასევე შენობებში, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ყველა სართულზე საევაკუაციო გასასვლელებთან უნდა იქნეს გამოკრული ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა რომლის შედგენის წესი მკაცრად არის განსაზღვრული. ობიექტის ხელმძღვანელმა არანაკლებ ნახევარ წელიწადში ერთხელ უნდა უზრუნველყოს ხანძრის დროს პერსონალის მოქმედების გავარჯიშება შენობის ხანძარსაწინააღდეგო დაცვის სისტემის ყველა ელემენტის გამართული მუშაობის შემოწმების პარალელურად.

![]() | ![]() | ![]() | ![]() | ![]() | ![]() |
|---|---|---|---|---|---|
![]() | ![]() | ![]() | ![]() | ![]() |





















